მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას - ნედ პრაისი

🔴 დღეს პლენარული სხდომა გაიმართება

🔴 ჰელსინკის კომისია - საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ გააუქმებს რუსეთის სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტს, მისასალმებელი ნაბიჯია