მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიდხანს ემახსოვრებათ მისი ხრინწიანი თბილი ხმა, ფენომენალური არტისტულობა, გულის გამთბობი ღიმილი და უბრალოება“ - ნიკა გვარამია ბუბა კიკაბიძეზე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

„არავითარი ელიტურობა, არავითარი „მეფის ნავში ჯდომა“, არც ხუთოქტავიანი დიაპაზონი ან რამე მსგავსი - ის ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი შოუ-მენი იყო და მისი მთავარი ძალა უბრალო ხალხის სიყვარული იყო. სიკვდილის წინაც ამას გაუსვა ხაზი - „დამკრძალეთ დედისა და ცოლის გვერდით“. და კრძალავენ კიდეც ვერის სასაფლაოზე, საოჯახო საძვალეში. მხოლოდ უზომოდ მასზე შეყვარებული ხალხი გააცილებს, უზომოდ ბევრი. არავითარი დაფა-ზურნა და დამკრძალავი კომისიები. გაასვენებენ და დაკრძალავენ, როგორც ნამდვილ სახალხო გმირს. კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ მისი ხრინწიანი თბილი ხმა, ფენომენალური არტისტულობა და პლასტიკა, გულის გამთბობი ღიმილი და უბრალოება. არ დაავიწყდებათ არც ის, ყველაზე კონფორმისტულ სფეროში მოღვაწემ, საკუთარი მაგალითით როგორ გვაჩვენა, რომ არტისტს მარტო ხალხის სიყვარულის ფუფუნება კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ სწორი და მართალი სამოქალაქო პოზიცია. რომ ეს პოზიცია ჩუმად კი არ უნდა ატაროს, არამედ საჯაროდ გამოხატოს და რომ ესაა სწორედ სამშობლოსა და ხალხის მსახურება.

RIP ბუბა კიკაბიძე. დიდი სიყვარულით, გულდაწყვეტით და სიმწარით, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ“, - აცხადებს გვარამია. 

ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: 

🔴 „დიდებული ხალხის დიდებული კაცი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა

🔴 ზელენსკის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ორგანიზებაში ჩართვა სურს - გიული ალასანია