მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს“ - შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატი

„ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 18 ნოემბერს გასაჯაროვდება.

„შეთანხმების თანახმად საექსპერტო დასკვნა 18-19 ნოემბერს უკვე უნდა იყოს მზად. ამის შემდეგ უკვე დაცვის მხარე მივიღებთ გადაწყვეტილებას მივმართოთ სასამართლოს. სასამართლოს რომ მივმართავთ, ეს უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

როდესაც გავეცნობი უკვე ხელმოწერილ დოკუმენტებს, დაცვის  მხარე გადაწყვეტს, ადვოკატები გადაწყვეტენ,მივმართავთ გათავისუფლების მოთხოვნით თუ მივმართავთ სასჯელის გადავადების მოთხოვნით. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.

ძალიან მარტივია, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება. თუ იმ ჩამონათვალში და იმ კოდით ხვდება დაავადება, ეს უკვე სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია, სხვათა შორის, რომელიც ჩვენზე ადრე ვალდებულია თავად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ პენიტენციურმა სამსახურმა დააყენოს სასამართლოს წინაშე“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა მაქვს შინაგანი რწმენა, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული - იაგო ხვიჩია

✔️ „დეოლიგარქიზაციის კანონი არ არსებობს, ეს კანონი არის ყველაფერი, დეოლიგარქიზაციის კანონის გარდა“ - გიორგი ვაშაძე

✔️ „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ“ - ლევან იოსელიანი

✔️ ნონა გონიერი ადამიანია და მისი იმედგაცრუება „ნაციონალური მოძრაობით“ ჩემთვის სრულად გასაგებია - იაგო ხვიჩია

✔️ „ხელისუფლება ნიკა გვარამიას პატიმრობას არ დათმობს“ - თინა ხიდაშელი