მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გადავწყვიტე, რომ „მაიმუნის ყვავილი“ წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საბაბის მქონე საგანგებო მდგომარეობას“ - ტედროს გებრეისუსი

თედროს გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ტედროს გებრეისუსმა „მაიმუნის ყვავილი“ საერთაშორისო შეშფოთების საბაბის მქონე საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი ზომიერია, თუმცა ეს არ ეხება ევროპას, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებაა, რომ მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი ზომიერია. თუმცა, ეს არ ეხება ევროპას, სადაც რისკი მაღალია. არსებობს იმის საშიშროებაც, რომ დაავადება მთელ მსოფლიოში გავრცელდეს. თუმცა, ალბათობა იმისა, რომ ეს საერთაშორისო ტრანსპორტირებას შეუშლის ხელს, ჯერჯერობით დაბალია. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის დაავადება, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება ისეთი გზებით, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით და რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებში. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ „მაიმუნის ყვავილი“ წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საბაბის მქონე საგანგებო მდგომარეობას“, - განაცხადა გებრეისუსმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ჯანმომ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

👉 „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები

👉 „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს

👉 მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე

👉 რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?