მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გამყრელიძე და იმნაძე კონფორმიზმით არიან დაკავებულები“ - შოთა ბურჯანაძე

რესორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე და ენსიდიდის ხელმძღვანელები

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე მწვანე პასპორტების გაუქმების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ მის აღსრულებასა და მექანიზმებზე საუბრობს. 

როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბურჯანაძემ აღნიშნა, მწვანე პასპორტის იდეა მკვდრადშობილი გადაწყვეტილება იყო. 

ბურჯანაძის თქმით, ლოგიკური იყო მწვანე პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილება, რადგან მისი აღსრულება ნორმალურად არ ხდებოდა და ბევრი ხარვეზი იყო. 

„ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ მიიღეს, ლოგიკური და სწორი იყო, მაგრამ რაში მდგომარეობს ლოგიკა? მედია, იქნება, საზოგადოება თუ ბიზნესი, დავაგვიანეთ 3 თვე ამ საკითხის ასე ფართოდ გაშლა, იმიტომ რომ მწვანე პასპორტის იდეა, რომელიც მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო იმ დროს როცა ეს მიიღეს, არასწორად და შინაარსისგან დაცლილად მიიღეს. მწვანე პასპორტი იყო მხოლოდ ფურცელზე. 

ვიღაცას 2 წლის წინ ჰქონდა გადატანილი კოვიდი და მწვანე პასპორტს ფლობდა, მაშინ რა საჭირო იყო ვაქცინა? ამით როგორ იქნებოდა უზრუნველყოფილი უსაფრთხო ზონა? ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სარესტორნო სფეროზე გადადიოდა და სხვა სფეროების ვალდებულება არ იყო მწვანე პასპორტი. სანამ ადამიანი რესტორნამდე მოვა, მანამდე ხომ სხვადასხვა სფეროებს გაივლის? იქ თუ უსაფრთხო ზონა არ არის, მხოლოდ რესტორანი უსაფრთხო ზონას როგორ ქმნის? 

თავიდანვე ვთქვი, რომ ეს იყო მკვდრადშობილი გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ ავტომატურად მოიხსნებოდა და მოიხსნა კიდეც. იმიტომ რომ არაფრის მაქნისი არ იყო“, - განაცხადა ბურჯანაძემ. 

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან ბიზნესს მოუწოდა, რომ მაინც გამოიყენონ მწვანე პასპორტი, რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ გამყრელიძის მოქმედება არაადეკვატურია. 

„არ მინდა მკაცრი ვიყო, მაგრამ ამირან გამყრელიძის მოწოდებები არაბუნებრივია. ეპიდემიოლოგი, როდესაც დღეს საუბრობს ამას, 1 წლის წინ სრულად ჩაკეტვაზე საუბრობდა და დღეს 26 ათას შემთხვევაზე ლაპარაკობს, საერთოდ არ არის მისი მოქმედება ადეკვატური.

გამყრელიძე და იმნაძე მხოლოდ და მხოლოდ კონფორმიზმით არიან დაკავებულები. მიყვებიან დინებას, დინება კი რეალურად ასეთია - დღეს ისეთი კოვიდვითარება გვაქვს, ვერც ხელისუფლება, ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არსებულ სიტუაციას ვერ ცვლის. 

ჩემი აზრით ყველა არსებული რეგულაცია მოსახსნელია, იმიტომ რომ ეკონომიკა ამ კუთხით მაინც არ დავაზარალოთ. ამ სიტუაციის კონტროლი უბრალოდ წარმოუდგენელია. ბევრმა ქვეყანამ გადადგა ეს ნაბიჯი და ყველა შეზღუდვა მოხსნეს“, - დასძინა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მწვანე პასპორტი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘 უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს „ვაშა, სიღარიბე აღარაა, დავძლიეთო?“ - დავით გადელია

🔘„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე

🔘 საიდან გაჩნდა ომიკრონი? სამი ძირითადი თეორია

🔘 „თებერვლის მეორე ნახევრიდან, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“ - ივანე ჩხაიძე