მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა

ვერტმფრენის ჩამოვარდნა

გუდაურში კლდესთან სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. 

სავარაუდოდ, არის მსხვერპლი. 

მომხდარის შესახებ განცხადება მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა, რის შედეგადაც არაბი ტურისტი გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევის გამო ადგილზე სამაშველო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. 

ამავე თემაზე:

🔴 გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა - შსს

🔴 გუდაურში პარაპლანის კდლეზე შეჯახებას არაბი ტურისტი ემსხვერპლა

🔴 „სანამ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება, ყური არ უნდა შეიბერტყოს სახელმწიფომ? შავი ჯიპების ფული ხომ აქვს მთავრობას“ - ალეკო ელისაშვილი გუდაურის ტრაგედიაზე