მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სანამ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება, ყური არ უნდა შეიბერტყოს სახელმწიფომ? შავი ჯიპების ფული ხომ აქვს მთავრობას“ - ალეკო ელისაშვილი გუდაურის ტრაგედიაზე

პარლამენტარი ალექსანდრე ელისაშვილი

„რატომ არის პარაპლანებით ფრენებზე სრული განუკითხაობა? სანამ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება,
ყური არ უნდა შეიბერტყოს სახელმწიფომ?“ - ასე ეხმაურება გუდაურში მომხდარ ტრაგედიას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილი შსს-ს მიმართავს კითხვით, როდის უნდა შეიცვალოს საბჭოური წარმოების სატრანსპორტო შვეულმფრენები.

„გაანათლოს ღმერთმა ყველა, ვინც დღეს დაიღუპა გუდაურში! საშინელი ტრაგედია მოხდა. ისევ უნდა ვთქვა მიზეზებზე და დავსვა კითხვები:

1. რატომ არის პარაპლანებით ფრენებზე სრული განუკითხაობა? სანამ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება,
ყური არ უნდა შეიბერტყოს სახელმწიფომ?

2. სრულიად ამორტიზებული, საბჭოური წარმოების სატრანსპორტო შვეულმფრენები როდის უნდა შეცვალოს შსს-მ? ასეთ მთაგორიან ქვეყანაში რატომ არ გვყავს არცერთი სამაშველო-სატრანსპორტო თანამედროვე შვეულმფრენი? შავი ჯიპების ფული ხო აქვს მთავრობას და ნორმალური სამაშველო შვეულმფრენის ფულს ვერ ვშოულობთ, ხო?“ - წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას ვერტმფრენი, რომელიც შემთხვევის ადგილისკენ მიემართებოდა, ჩამოვარდა და აფეთქდა. ამ დროისთვის დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში პარაპლანი 16 ივლისსაც ჩამოვარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔴 გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა - შსს

🔴 🎥 გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა

🔴 გუდაურში პარაპლანის კდლეზე შეჯახებას არაბი ტურისტი ემსხვერპლა