მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქიმიკოსი საქართველოში „ნოვიჩოკის“ წარმოებაზე რუსეთის ბრალდებას პასუხობს

ტოქსიკური ნივთიერება ნოვიჩოკი

„გამორიცხულია, საქართველოში ქიმიური წარმოება საერთოდ არ გვაქვს“, - ასე გამოეხმაურა ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ელიზბარ ელიზაბარაშვილი რუსეთის დუმის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „ნოვიჩოკის“ წარმოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება.

სპეციალისტის თქმით, „ნოვიჩოკის“ რეალური ფორმულა არავინ იცის და ის სავარაუდოდ, ბევრი სხვა ქიმიური შენაერთებისგან შედგება.

„საქართველოში იწარმოება მხოლოდ სასუქები, მანგანუმი და ოქრო. სხვა არაფერი. ლუგარის ცენტრს რომ ებრძვიან, დიდი ალბათობით, ამას უკავშირდება. ჯერ ერთი „ნოვიჩოკის“ რეალური ფორმულა არავინ იცის, იმდენად გასაიდუმლოებულია. ერთი ნივთიერება არ იქნება, მანდ იქნება ბევრის ნაკრები. ვიმეორებ, საქართველოში ამის წარმოება გამორიცხულია. ზოგადად, ასეთი ტიპის ტოქსიკური ნივთიერებები მასიურად არსად არაფერში იწარმოება, თუ ეს არ არის ქიმიური იარაღი“, - განაცხადა ელიზბარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკით არის მოწამლული, თავის მხრივ განცხადება გაკეთდა რუსეთის დუმაში. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იური შვიტკინმა აღნიშნა, რომ ამ ნივთიერებას საქართველო და აშშ აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ „ნოვიჩოკი“ შეიქმნა საბჭოთა კავშირში 1970-80-იან წლებში და მიჩნეულია ყველაზე სასიკვდილო ნივთიერებად.