მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვათაცვენის გამო, რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

რიკოთის უღელტეხილი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე ქვათაცვენის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. არსებული ცნობით, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ 194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

იხილეთ ასევე:

👉 გრიპის სეზონი დასრულებულია, ქვეყანაში ცირკულირებს ის ვირუსი, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას - ივანე ჩხაიძე

👉 14 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილს პოლონეთი ჯილდოს გადასცემს

👉 უკრაინელებმა ოკუპანტის 52 შეტევა მოიგერიეს, რუსების ვერტმფრენი და 9 დრონი გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი