მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა ოკუპანტის 52 შეტევა მოიგერიეს, რუსების ვერტმფრენი და 9 დრონი გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი

რუსული ჯარები

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე. შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტის 52 შეტევა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ოკუპანტმა ქალაქი კრამატორსკი დაბომბა. დამპყრობელმა განახორციელა 47 თავდასხმა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან უკრაინული ჯარების პოზიციებზე და დასახლებული ტერიტორიების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

„ვოლინის, სივერსკის და სლობოჟანსკოეს მიმართულებებზე ოპერატიული ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული ჯარების გარკვეული ნაწილები განაგრძობენ ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნას. გასული დღის განმავლობაში ოკუპანტმა დაბომბა ჩერნიგოვის რაიონის დასახლებები.

ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა მაკიივკას, ჩერვონოპივკასა და ბილოგორივკას დასახლებებთან. 

ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტი აგრძელებს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას, ცდილობს სრულად აიღოს ქალაქი ბახმუტი, ბრძოლა გრძელდება.

ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე ოკუპანტმა შეტევითი მოქმედებები დონეცკის ოლქის ავდიივკას და მარინკას დასახლებებში უშედეგოდ განახორციელა. უმძიმესი ბრძოლები გრძელდება ავდიივკასა და მარინკასთვის.

ოკუპანტი აგრძელებს თავის დაცვას ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში მან საბრძოლო ხაზთან დასახლებები დაბომბა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 8 დარტყმა მიაყენეს ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს, ასევე, დაარტყეს მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს.

გასული დღის განმავლობაში ჩამოაგდეს ოკუპანტის ვერტმფრენი მი-24, ასევე, 9 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. სარაკეტო ჯარების და არტილერიის ნაწილებმა დაარტყეს ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის არეალს, ასევე, მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავს“, - აცხადებენ გენშტაბში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ბრძოლები ბახმუტისთვის“ - „რუსული ჯარები ოდნავ დაწინაურდნენ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით

🔴 კრემლი აძლიერებს ზომებს „ვაგნერის“ PMC-ის დისკრედიტაციისთვის - ISW

🔴 უკრაინელებს კონტრშეტევისთვის 200-400 ათასი სამხედრო ჰყავთ მზად - ევგენი პრიგოჟინი

🔴 პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა - CNN

🔴 „მუდმივი შეტევები და დაბომბვა“ - გენშტაბის ცნობით, ყველაზე ცხელი წერტილები ახლა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებია