მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაღალი სიხშირით გავრცელებულია რინოვირუსი - ინფექციონისტები 2 წლამდე ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ვირუსი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებენ, რომ  კლინიკებში მიმართვიანობის გაზრდა შეინიშნება. 

ინფექციონისტები მდგომარეობის  გართულებას დეკემბერ-იანვარში ვარაუდობენ და მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ.

„მომართვიანობა როგორც კლინიკაშია მომატებული, ასევე, ამბულატორიულ სექტორშიც. მაღალი სიხშირით არის გავრცელებული რესპირატორული ვირუსი და რინოვირუსი, ასევე, დაახლოებით შემთხვევათა 20% საშუალოდ არის კორონავირუსული ინფექციით განპირობებული. გარდა ამისა, არის გრიპის A ჯგუფის რამდენიმე შტამი გავრცელებული“, - აცხადებს მაია ჩხაიძე. 

ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ორ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს.

„შემთხვევის მატება აღინიშნება და შესაძლოა, შემთხვევებმა კიდევ უფრო მეტად მოიმატოს. ჭარბობს - რინოვირუსები. ინფიცირებული ადამიანები უნდა მოერიდონ  საზოგადოებაში კონტაქტს და არ გაავრცელონ ინფექცია. უნდა გაიკეთონ ვაქცინა, როგორც კორონავირუსის, ასევე, გრიპის“, - აღნიშნავს ოთარ ჩოკოშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გრიპის ვირუსი პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწევს, კორონავირუსის ხვედრითი წილი დაახლოებით 10%-ია ამ ვირუსებში“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები