მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მძიმეა დიაგნოზები, ის გამოიწვევს ადამიანის უნარების შეზღუდვას“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი

„მძიმეა ის დიაგნოზები, რომელიც მას {მიხეილ სააკაშვილს} გააჩნია, ეს გამოიწვევს ადამიანის უნარების შეზღუდვას“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ძირითადი დასკვნის დადებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. 

„დასკვნის ძირითადი ნაწილები ამჟამად სჯერდება ექსპერტებთან. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მუშაობა. ჩვენ მივმართეთ სასამართლოსაც, სადაც ვითხოვდით, არ მიეღო მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილს პროცესში, ვინაიდან ნებისმიერი სტრესული სიტუაცია ახლა გამოიწვევს პროგრესირებას იმ მძიმე დაავადებების, რომელიც მას გააჩნია. მძიმეა ის დიაგნოზები, რომელიც მას გააჩნია, ეს გამოიწვევს ადამიანის უნარების შეზღუდვას და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ლეტალურ შედეგსაც“, - აღნიშნავს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნა სავარაუდოდ ამ კვირაში გასაჯაროვდება. მასზე მუშაობა ცენტრ „ემპათიას“ სამედიცინო გუნდმა უკვე დაასრულა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „სანამ სააკაშვილი პატიმარი იქნება, მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება“ - ეკა ხერხეულიძე

 „თუ არ გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, ეს უკვე სადიზმის დონე იქნება“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

✅ „მასხარაობის დრო არ გვაქვს, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია“ - ვილი პაჭკორია სააკაშვილზე

✅ „უნდათ მოკლან იზოლაციაში, ეს არის მიზანი“ - გიული ალასანია

✅ გამოკითხვა - გიფიქრიათ თუ არა ქვეყნიდან წასვლაზე?