მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ არ გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, ეს უკვე სადიზმის დონე იქნება“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

სააკაშვილის მამა

„თუ არ გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, ეს უკვე სადიზმის დონე იქნება“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა. 

სააკაშვილის მამა, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის მოუწოდებს, გადადგას სწორი ნაბიჯი და გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. 

„საკითხი დგას ასე - ყოფნა არ ჰყოფნის. გადავიყვანთ გადავრჩებით, არ გადავიყვანთ შეიძლება, სავალალო შედეგები მივიღოთ. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რაც გადასადგმელია, თუ მას უნდა სინამდვილეში განიტვირთოს სიტუაცია.

მივმართავ პრეზიდენტს, რომელიც სულ ლაპარაკობს დაპირისპირებაზე, ლაპარაკობს ერთს და აკეთებს მეორეს, არანაირი დაპირისპირება არ იქნება, პირიქით მადლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, თუ ეს არ მოხდება ეს უკვე იქნება სადიზმის დონე“, - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „მასხარაობის დრო არ გვაქვს, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია“ - ვილი პაჭკორია სააკაშვილზე

✅ „უნდათ მოკლან იზოლაციაში, ეს არის მიზანი“ - გიული ალასანია

✅ საქართველოს ციხეში, ახლა საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ეს ბარბაროსობაა - მალგოჟატა გოშევსკა

✅ „7 თვის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა, საყურადღებო რჩება სხვადასხვა პროფილი“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე