მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სანამ სააკაშვილი პატიმარი იქნება, მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება“ - ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიცვლება ისეთ გარემოში, როგორშიც ის იმყოფება. იმ პირობებში, სანამ ის იქნება პატიმარი, ვერცერთ შემთხვევაში ვერ გვექნება ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი. მას სჭირდება კომპლექსური მკურნალობა, რომელიც აქ არაერთხელ უკვე აღნიშნეს კვალიფიციურმა ექიმებმაც, რომ არის შეუძლებელი. ვისაუბრეთ იმ ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელიც ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით აქტუალური გახლავთ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თუ არ გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, ეს უკვე სადიზმის დონე იქნება“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

✅ „მასხარაობის დრო არ გვაქვს, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია“ - ვილი პაჭკორია სააკაშვილზე

✅ „უნდათ მოკლან იზოლაციაში, ეს არის მიზანი“ - გიული ალასანია

✅ საქართველოს ციხეში, ახლა საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ეს ბარბაროსობაა - მალგოჟატა გოშევსკა

✅ „7 თვის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა, საყურადღებო რჩება სხვადასხვა პროფილი“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე