მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიზანმიმართულად ხორციელდება ზიანის მიყენება“ - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მ

„მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აუცილებელია მისი წაყვანა საზღვარგარეთ“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. 

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილის კონსტიტუციური უფლება დაირღვა.  

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, დამძიმებულია. ეს პროგნოზი გაკეთებულია ემპათიას არ ერთ დასკვნაში. არცერთი რეკომენდაცია ჩვენი არ შესრულდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანის მიმართ  მიზანმიმართულად ხორციელდება ზიანის მიყენება მისი ჯანდაცვის კუთხით. როგორც მინიმუმ, ეს არის კონსტიტუციური უფლების დარღვევა, ეს არის უფლება ჯანდაცვაზე და ეს უფლება მას აქვს დარღვეული, რაც გახლავთ არაადამიანური მოპყრობა და აუცილებელია დაუყოვნებლივ რეაგირება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით შევხვდით სალომე ზურაბიშვილთან, თუმცა რეაგირება იყო ნული ამ მიმართულებით. აუცილებელია მისი გაყვანა სტაციონარში ხელახალი გამოკვლევებისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელე განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე - პენიტენციური სამსახური

👉🎥 „მარიუპოლი არის ჩემი შვილის კონტროლის ქვეშ“ - გიული ალასანია