მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენიტენციური ალტერნატიულ ექსპერტიზას ვერ მოითხოვს - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი

თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ექსპერტების წერილობითი მოსაზრების მიღების შემდეგ სასამართლოს შეჯერებული დასკვნა წარედგინება. 

„ეს დასკვნა იქნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული. თქვენ ნახეთ, რომ ჩაერთო მასში საერთაშორისო ექსპერტებიც. დაველოდებით მათ წერილობით მოსაზრებას და შემდგომში შეჯერებული დასკვნა იქნება წარდგენილი სასამართლოში.

სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახური ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ვერ მოითხოვს, ვინაიდან პაციენტი ამდენი ხნის განმავლობაში მათ კომპეტენციაში იყო. მათ შეუძლიათ, თავიანთი საექსპერტო მოსაზრება თავიანთი დოკუმენტაციის სახით სასამართლოზე წარადგინონ“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ის არის ავადმყოფი, რომელსაც ოდნავ ემოციას შეატყობ“ - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

✔️ „კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ თქვენ იცით, რომ ის ცუდად იქნება?! შეიძლება ძალიან კარგად არის ხომ? - რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

✔️ „ამერიკელმა ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ „ჩვენი მიზანია ნებისმიერი პაციენტის გამოჯანმრთელება და სრული რეაბილიტაცია“ - ზურაბ ჩხაიძე