მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეპარატები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, დიაგნოზებთან შეუთავსებელი იყო - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და მას პატიმრობისას არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება ეწოდა. 

ჯიშკარიანის თქმით, პრეპარატები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, დიაგნოზებთან შეუთავსებელი იყო. 

„პატიმრობის პერიოდის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, მკურნალობა იყო სიმპტომური. ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა მრავალი მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელია ერთმანეთის საწინააღმდეგო მოქმედების იყო და ურთიერთქმედებდა ცუდად.

იგი იღებდა არამიზნობრივად ნეიროლეფსიურ პრეპარატებს, რაც მის მდგომარეობას ამძიმებდა და ის დიაგნოზები, რომელიც დღეს გამოიკვეთა, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით და ვპროგნოზირებდით, ამ დიაგნოზებზე შეუძლებელი იყო ამ მედიკამენტების დანიშვნა, ვინაიდან მძიმდება მისი მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობა არ იყო მიზნობრივი“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სიტუაცია მძიმეა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - მასიმო დანჯელო

✔️ „რა სჭირს სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია სასჯელის გადავადება, ადამიანს არ მოსწონს ციხეში ჯდომა“ - ბექა დავითულიანი

✔️ „სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში“ - კახა კალაძე

✔️ პუტინი დამპირდა, რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა - სააკაშვილის წერილი ემანუელ მაკრონს

✔️ რანაირად უნდა გამოუშვან, ციხეს შეანგრევენ, გაანგრევენ და გამოიყვანენ, თუ რა? ობიექტურად თუ გვინდა, შევხედოთ, სააკაშვილს არ გამოუშვებენ - ალეკო ელისაშვილი