მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტს ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი“ - ოთარ თოიძე სააკაშვილზე

ნევროლოგი ოთარ თოიძე

ცენტრ „ემპათიას“ წევრმა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ ექსპრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა. 

ექიმი აცხადებს, რომ კონსილიუმის წევრებს ახალი წლის შემდეგ არ მიეცათ შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილი მოენახულებინათ.

„ის ხმები რომ მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად მკურნალობს, ამას მარტივად აქარწყლებს ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. პრეზიდენტს ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი მის სრულ ინვალიდიზაციამდე და შესაძლოა გარდაცვალებამდეც კი“, - აცხადებს  ნევროლოგი. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას“ - ნიკოლოზ სააკაშვილი შვილზე

👉🎥 „მარიუპოლი არის ჩემი შვილის კონტროლის ქვეშ“ - გიული ალასანია

👉 სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე - პენიტენციური სამსახური

👉„მიზანმიმართულად ხორციელდება ზიანის მიყენება“ - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე