მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის საქმეს სასამართლოს სხვადასხვა კოლეგიები პინგ-პონგის ბურთივით უგდებენ ერთმანეთს“ - შოთა თუთბერიძე

ადვოკატი და იურისტი

„სააკაშვილის საქმეს სასამართლოს სხვადასხვა კოლეგიები პინგ-პონგის ბურთივით უგდებენ ერთმანეთს“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა. 

ადვოკატის თქმით, მოსამართლეებს შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ სურთ. 

„ამ პროცესს არანაირი საერთო არ აქვს სამართალთან. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სხვადასხვა პროცედურული საკითხების გადაწყვეტას სასამართლოს სხვადასხვა კოლეგიები ასე პინგ-პონგის  ბურთივით ერთმანეთს უგდებენ უკვე რამდენიმე პროცესია, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი არის ექსპერტის დაშვების შესახებ შუამდგომლობა.

არ ვიცი ვისი ხელით მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, სამწუხაროდ. დღემდე თუ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ სურს ამ გადაწყვეტილების მიღება. ვისზე მოხდება ხელის შეწმენდა და ვისი დავალება ან ჯვარი იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება არ ვიცი“, - აცხადებს შოთა თუთბერიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „დაავადებების ნუსხა მატულობს“ - თოიძე მიხეილ სააკაშვილზე

✅ დატესტვა და ექსპერიმენტული მკურნალობა სახიფათოა - ნიკოლოზ ყიფშიძე

✅ „ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ დავუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ლეტალური შედეგის დადგომა“ - დიტო საძაგლიშვილი

 უბრალოდ თვალით ვხედავ, როგორ სჭირდება მას დახმარება - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✅ არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გაიგეთ! - ნიკოლოზ სააკაშვილი