მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ციხეში, ახლა საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ეს ბარბაროსობაა - მალგოჟატა გოშევსკა

ოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

„საქართველოს ციხეში ახლა საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟატა გოშევსკამ თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება მიხეილ სააკაშვილი.

„საქართველოს ციხეში ახლა საავადმყოფოში რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ეს, როგორც ჩანს, პირველი შემთხვევაა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ პრეზიდენტი გასამართლებულია მისივე ქვეყნის სასამართლოს მიერ. ბრალდებები მის წინააღმდეგ არის აბსურდული. არცერთი ევროპული სასამართლო არ დაიწყებდა საქმის წარმოებასა და განხილვას, მაგრამ ახალა არ ვისაუბრებ ბრალდებებზე, უფრო მეტად ადამიანურობაზე გავამახვილებ ყურადღებას.

საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფს, რომ ჩაეტარებინათ ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო კვლევა, ასევე, მისთვის შეუძლებელია ჰუმანიტარულ ფარგლებში მიიღოს შესაბამისი მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ. ეს ბარბაროსობაა, რასაც არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, არ შევეგუოთ ამას“, - აცხადებს მალგოჟატა გოშევსკი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „7 თვის განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდა, საყურადღებო რჩება სხვადასხვა პროფილი“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე

✅ „თავს გრძნობს სუსტად, მდგომარეობა სამწუხაროდ არ უმჯობესდება“ - შოთა თუთბერიძე სააკაშვილზე

 „მკურნალობის პროცესი გრძელდება, ანალიზების რაოდენობა მატულობს“ - ოთარ თოიძე

 სააკაშვილი რომ ციხეშია, ჩვენი ბრალია? რატომ გამოგვიგზავნა უკრაინამ? - მეუფე იაკობი

✅ „მდგომარეობა არის ძალიან მერყევი, შეიძლება ითქვას, დანის პირზე“ - ოთარ თოიძე სააკაშვილზე