მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სავარაუდოდ კონტაქტურიც აღარ არის, სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია“ - ლალი ჯავაშვილი

ექიმი ენდოკრინოლოგი

„სააკაშვილი სავარაუდოდ კონტაქტურიც აღარ არის, ვერ დგება საწოლიდან და უჭირს შესვლა კონტაქტში მნახველებთან“, - ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა, „ემპათიას“ სამედიცინო ჯგუფის წევრმა ლალი ჯავაშვილმა განაცხადა. 

ექიმი აცხადებს, რომ კლინიკა „ვივამედში“  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდ,ა არამედ უფრო მეტად გაუარესდა.

„პაციენტი თუ ციხეში რაღაცას მაინც მიირთმევდა და მას ერგებოდა მეტ-ნაკლებად, მას შეეძლო გადაადგილება, ფეხზე დგომა, სწორი აზროვნება და ასე შემდეგ და იყო კომუნიკაბელური, დღეს სავარაუდოდ, „ვივამედში“ გადაყვანიდან მე-13 თუ მე-14 სამუშაო დღეს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული, ის სავარაუდოდ კონტაქტურიც აღარ არის, ვერ დგება საწოლიდან და უჭირს შესვლა კონტაქტში მნახველებთან.

7 თვის წინ ვთქვით, რომ ეს ასე დამთავრდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას მოყვა არა თუ ადეკვატური, არამედ სრულიად არაადეკვატური ან ნულოვანი ქმედებები. თუ არ შეიცვლება ნება იმ სახელმწიფო უწყებებისა, რომლებსაც ევალება, რომ რაღაცა შეცვალონ, მე არ ვიცი ეს საით წაგვიყვანს“, - აცხადებს  ლალი ჯავაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „დაავადებების ნუსხა მატულობს“ - თოიძე მიხეილ სააკაშვილზე

✅ დატესტვა და ექსპერიმენტული მკურნალობა სახიფათოა - ნიკოლოზ ყიფშიძე

✅ „ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ დავუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ლეტალური შედეგის დადგომა“ - დიტო საძაგლიშვილი

 უბრალოდ თვალით ვხედავ, როგორ სჭირდება მას დახმარება - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✅ არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გაიგეთ! - ნიკოლოზ სააკაშვილი