მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელოვნურ ვენტილაციაზეა“ - ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობაზე ექიმი განმარტებას აკეთებს 

ნიუ ჰოსპიტალსის ხელმძღვანელი

ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ციბაძე მედიასთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მოზარდის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. 

თუმცა ციბაძის თქმით, მინიმუმ 72 საათის განმავლობაში გართულების შესაძლებლობა არსებობს. 

ამასთან, მისივე თქმით, მოზარდი კლინიკაში ელექტრო ტრავმით და შოკით შეიყვანეს.  

„პაციენტი დაახლოებით 1 საათის წინ შემოიყვანეს „ნიუ ჰოსპიტლის“ ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

თუმცა, არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ ამ გართულებებთან გასამკლავებლად. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, გონება დაბინდული აქვს. ვერ გეტყვით მანამდე რა ხდებოდა, უბრალოდ მშრალი ინფორმაცია გვაქვს. თავიდანვე იყო ელექტრო ტრავმა, შოკი. ის მიიყვანეს ხეჩინაშვილის კლინიკაში, განხორციელდა ინტუბაცია და ამის შემდეგ გადმოიყვანეს ჩვენთან“, - განაცხადა ციბაძემ და დასძინა, რომ გართულებები შესაძლოა, მინიმუმ 72 საათის საათის განმავლობაში მოხდეს. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.

დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ორი მოზარდიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე მოზარდი ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.  

ამავე თემაზე:

ახლა გაჩუმება დანაშაულია, უსაფრთხო აღარ არის აბსოლუტურად არაფერი - ლევან ხაბეიშვილი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

⭕ არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, ამაზე ვის ვთხოვთ პასუხისმგებლობას? - გიორგი ამილახვარი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

⭕ მერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა დაიწყოს, სამძიმრის სიტყვები საკმარისი არ არის -  მელია ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

⭕ „მოხდება უმკაცრესი რეაგირება“ - ირაკლი ღარიბაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

⭕ ვაკის პარკში შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა

⭕ შეიძლება დამიწების ნაწილში ცუდად იყო შესრულებული - არქიტექტორი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე