მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ტაქსის მძღოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობისა და გაჩერების საშუალება მიეცემათ

თბილისის ტაქსი

პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო.

ცვლილებების მიხედვით, ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ, იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით.

კანონპროექტი ადგენს, რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.