მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

ქართველი გმირი უკრაინიდან ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი, ჯამბულათ, (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს.

ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდა მებრძოლის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

ქართველი მებრძოლს გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ გვიმბალაურში გადაასვენებენ. ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია. 

ახალგაზრდა მებრძოლი უკრაინაში ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. ხოფერია რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. 

24 თებერვლიდან 8 დეკემბრამდე უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.