„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი გამოსვლა ერთიანი სახელმწიფოს იდეის ერთგვარი პრეზენტაცია იყო.
„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გაეროს საიუბილეო მე-80 გენერალურ ასამბლეაზე ისტორიული გამოსვლის შემდეგ, რომელიც ქართული გენის, საქართველოს ისტორიის, ჩვენი ეროვნული ღირსების, ერთიანი სახელმწიფოს იდეის ერთგვარი პრეზენტაცია იყო, ამაყი ერის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის რანგში - ეს არის უკვე მეორე სასიხარულო ამბავი. „აკაცუკ-მედიამ“ ეგრევე აიტაცა თავის შიზოფრენიულ აღქმებში, მათთვის უცხო სამშობლოსთვის საამაყო ეს ორი ინფორმაცია - ჩვეულ პარანოიდალურ სიმაღლემდე. იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პრეზიდენტ ლუკაშენკოს, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი თავის რუს კოლეგა პუტინთან შეხვედრის წინ ტელეფონით საჭირო დეტალებს უთანხმებს და მასთან ოფიციალური შეხვედრის პერსპექტივებზე საუბრობს - ჩვენს პოლიტიკურ შაჰიდებს ლამის „პერსონა ნონ-გრატას“ კატეგორიაში გაჰყავთ. ამ „ღია ცის ქვეშ“ საგიჟეთის ბინადრების მსგავსი ფსიქიატრიული გამოხტომები ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხრიდან მუდმივი და ადეკვატური მხილების საგანი უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ საზოგადოებრივ ნორმალურ სეგმენტს უბრალოდ დავკარგავთ - დაინფიცირება: მათთან უშუალო კონტაქტების დროს, ან მოღალატეობრივი იგნორირების შემთხვევაში ხდება. ამიტომ არანაირი ახლო შეხება და არანაირი „წაყრუება“. უსამშობლო მოღალატეების და არაქართველების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს! მეამაყებით - მიხეილ ყაველაშვილი და Maka Botchorishvili“, - წერს ქართველიშვილი.