ღირსეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დებიუტი გაეროს გენასამბლეის ტრიბუნაზეც შედგა და ყველას ხელახლა ამცნო, რომ საქართველო მზადაა, საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი აწარმოოს ყველა მხარესთან, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, უსამშობლო ნაცელემენტების უსახური კრიტიკა რაღაც „პრორუსულობაზე“ ისეთივე ოქსიმორონია, როგორც სალომე ზურაბიშვილის ე.წ. ლეგიტიმური „პრეზიდენტობა“.
„ღირსეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დებიუტი გაეროს გენასამბლეის ტრიბუნაზეც შედგა და ყველას ხელახლა ამცნო, რომ საქართველო მზადაა, საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი აწარმოოს ყველა მხარესთან. უსამშობლო ნაცელემენტების უსახური კრიტიკა რაღაც „პრორუსულობაზე“ ისეთივე ოქსიმორონია, როგორც სალომე ზურაბიშვილის ე.წ. ლეგიტიმური „პრეზიდენტობა“. რუსეთის პირდაპირად ფასიანი და ირიბი ლაქიები არიან ის პერსონაჟები, რომლებიც დღემდე ტაშს უკრავენ კრიმინალ სააკაშვილს კრემლის მიერ ჩვენი ქვეყნის თანაოკუპანტობისთვის. საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების გზა სირთულეებით აღსავსეა, მაგრამ შეუქცევადია. ვერცერთი გარე ძალა, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ფეხზე ვერ დავდგეთ, ამ პროცესს ვერ შეაჩერებს“, - წერს აბაშიძე.