მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ედიშერ გვენეტაძე: ტრამპის მოსვლამ გახეთქა ის ტიტანიკი, რომელშიც მყარად იჯდა ლიბერალური ფაშიზმი - ასეთი კაცის გვერდით დგას საქართველოს პრეზიდენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც შეებრძოლა ტრამპის მოსვლამდე კარგა ხნით ადრე ლიბერალურ ფაშიზმად წოდებულ უსაშინლეს ურჩხულს

 ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე Pia.ge

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მის მეუღლე მელანია ტრამპთან და მათი სახელით გამართულ ვახშამზე დასწრების ფაქტს.

გვენეტაძის განცხადებით, ტრამპი არის ის ადამიანი, რომლის აშშ-ის სათავეში მოსვლამაც გახეთქა ლიბერალური ფაშიზმი, სწორედ ასეთი კაცის გვერდით დგას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრეზიდენტი იმ ქვეყნისა, რომელიც ტრამპის მოსვლამდე შეებრძოლა ლიბერალური ფაშიზმის მონსტრს.

„მოგწონთ, არ მოგწონთ, ფაქტია, ამ კაცის, რომლის სახელი და გვარია დონალდ ტრამპი, და მის უკან მდგომი ძალის მოსვლამ გახეთქა ის ტიტანიკი, რომელშიც მყარად იჯდა ლიბერალური ფაშიზმი და უკუღმა მიაპობდა მსოფლიო პოლიტიკურ-ზნეობრივ ოკეანეს. ირგვლივ შხამებს, ომებს, უზნეობას, კაცთა ჟლეტას აფრქვევდა, ქადაგებდა და თესავდა. გვინდა, არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, ტრამპის მოსვლით ამ თითქოსდა მყარად აგებულ კაცობრიობის მტერ ლიბერალურ'ფაშისტურ ხომალდს უძლიერესი აისბერგი დაეჯახა, რომელმაც გააპო ის და უზარმაზარი წყლის თქეშით შეიჭრა მასში, რომლის ბინადარნიც ახლა გზადაგზა იხრჩობიან და დიდი დრო არაა დარჩენილი მის საბოლოო შუა გადატეხვასა და ჩაძირვამდე. ასეთი კაცის გვერდით დგას საქართველოს პრეზიდენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც შეებრძოლა ტრამპის მოსვლამდე კარგა ხნით ადრე ლიბერალურ ფაშიზმად წოდებულ უსაშინლეს ურჩხულს. და ეს თავდაპირველად გამოიხატა 2024 წლის 17 მაისს სრულიად საქართველოში, ხოლო გაჟღერდა რუსთაველზე იმ დიდი ქართველის მიერ 2024 წლის 30 მაისს. რაც წარმატებით გაგრძელდა იმავე წლის 26 ოქტომბერს, რომელიც ასევე ტრიუმფით დასრულდება 2025 წლის 4 ოქტომბერს. ამიტომაცაა, რომ დღეს, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს საქართველოში ლიბერალ ფაშიზმით არსებული შეპყრობილნი აღნიშნული ფოტოს დანახვაზე ისე აკანკალდნენ და დაიწყეს წკავწკავი და ხტუნვა, როგორც ეს ეშმაკს ემართება ჯვრის დანახვისას“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.