ტრამპი რომ საგარეო პოლიტიკასა და ისტორიაში ბრიყვია, ამას წყალი არ გაუვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი იდეოლოგი დავით დარჩიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მართალია, ტრამპი ბრიყვია, მაგრამ, პუტინთან შეხვედრის დროს, მთლიანობაში, „ამერიკელებმა იკაცეს და ტრამპსაც აკაცეს“.
„ტრამპი რომ საგარეო პოლიტიკასა და ისტორიაში ბრიყვია, ამას წყალი არ გაუვა: როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები „ამა ქვეყნის ძლიერთა“ შორის ტრანსაქციები გგონია და არა ეროვნული და ისტებლიშმენტის ინტერესები, ბრიყვი ხარ. მაგრამ, მთლიანობაში, ამერიკელებმა იკაცეს და ტრამპსაც აკაცეს: შეხვედრა დროზე ადრე დამთავრდა, ტრამპს „დეველოპერული“ არაფერი უკადრებია, პუტინის საწინააღმდეგოდ კი თქვა, რომ არაფერზე შევთანხმდით და ახლა ევროპელებს და ზელენსკის შევხვდებიო; პუტინს კინკრიხოზე მძიმე ბომბდამშენი გადააფრინეს; ფოქს ნიუსი ანტიპუტინისტური იყო“, - წერს დავით დარჩიაშვილი.