მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იბრაჰიმოვიჩი: ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კვარაცხელიამ მოახდინა

ზლატან უბრაჰიმოვიჩი, ხვიჩა კვარაცხელია
1670922719
სპორტი

„მილანის“ ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის სკუდეტოსთვის ბრძოლაზეც.

როგორც შვედმა ვარსკვლავმა აღნიშნა, „ნაპოლი“ ძლიერია და მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა, მაგრამ სჯერა, რომ „მილანს“ სკუდეტოს მოგება შეუძლია.

„რა თქმა უნდა, მჯერა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია. ამჟამად მეორე ადგილზე ვართ. „ნაპოლი“ ძლიერია, კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, „იუვეც“ ბრუნდება და „ინტერიც“ ბრძოლაშია. ჩვენც აქ ვართ. გარდა ამისა, წლევანდელი სეზონი გამორჩეულია ზამთრის შესვენებით და სეზონის შუაში მსოფლიოს ჩემპიონატით. ჩემი ხანგრძლივი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სეზონის მეორე ნახევარი ყოველთვის გადამწყვეტია”, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „ნაპოლის“ სერია A-ში 15 ტურის შემდეგ 8 ქულით ჩამორჩება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მიხეილ სააკაშვილს 2021 წლის სექტემბერში ოპერაციები არ ჩაუტარებია“ - ლიზა იასკო

👉 ლუკაშენკოს ბრძანებით ბელორუსიაში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

👉 თუ რამე შემოსავალი აქვს ბიბლიურ თავისუფლებას, ახლაც და წლებია, მიდის იმ „გირჩში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „მეგონა, ბიძინას ტროლ-ბოტები გამოირჩეოდნენ წერა-კითხვის უცოდინარობით, მგონი ნიკა მელიას ბოტებმა გადაუსწრეს“ - თაკო ჩარკვიანი

👉 ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი - WIZZ AIR ქუთაისიდან 5 ახალ მიმართულებას ამატებს