მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ რამე შემოსავალი აქვს ბიბლიურ თავისუფლებას, ახლაც და წლებია, მიდის იმ „გირჩში“ - ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ბიბლიური თავისუფლების შესაძლო გაუქმებას ეხმაურება.

„ბიბლიურ თავისუფლებაზე...

ეს ორგანიზაცია ეხმარება ახალგაზრდებს, თავი აარიდონ 1 წლიან მონობას (ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურს).

როდესაც ის შევქმენით, რამდენიმე წლის წინ, მთავარი დარტყმა საპატრიარქოსგან და შემდეგ ოცნებისგან მოვიდა ჩემზე - მე ვიყავი სახე და გამხმოვანებელი გირჩის იდეების, მე მაგინეს, მე ჩამდეს საფლავში, მე გადამცეს ანათემას.

„გირჩის“ გაყოფის შემდეგ, ეს ორგანიზაცია, ისევე როგორც ყველაფერი რაც „გირჩს“ ებადა, დარჩა იქით; არაფერი, გარდა საკუთარი თავისა, მე არ წამომიღია.

გუშინ ბიძინას მოურავმა მთავრობის სხდომაზე მლანძღა, მკრეხელობაში დამდო ბრალი, და დააანონსა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით პრაქტიკულად გააუქმებს ბიბლიურ თავისუფლებას.

გუშინდლიდან მოყოლებული სამთავრობო ტროლ-გვერდებმა წამოიწყეს კამპანია, თითქოს ბიბლიური თავისუფლებით მე ვიშოვე 2 მილიონამდე.

ამ დროს ჩვენ ვყვირივართ, რომ ბიბლიური თავისუფლება გადასარჩენია. ის „გირჩი“ ამბობს, რომ არ აპირებს ბიბლიური თავისუფლებისთვის ბრძოლას. თუ რამე შემოსავალი აქვს ბიბლიურ თავისუფლებას, ახლაც და წლებია მიდის იმ „გირჩში“. ოცნება, რომელმაც ზუსტად იცის, სად მიდის ბიბლიური თავისუფლების შემოსავალი, მაშავებს მე, თითქოს მილიონებს ვშოულობდე.

ის „გირჩი“ არ უარყოფს ამას და არ ამბობს გასაგებად, რომ მე ბიბლიური თავისუფლების შემოსავლებთან არაფერი მაქვს საერთო, აგრძელებს შემოსავლის მიღებას, თან ისე, რომ არ დავიცავთ ამ ორგანიზაციას საპატრიარქო-ოცნების ტანდემისგანო. „ოცნებაც“ კმაყოფილია - ჩემი გაშავების ახალი თემა შექმნეს.

საპატრიარქოც კმაყოფილია - შეიძლება ისევ მონოპოლისტები გახდნენ სავალდებულო გაწვევის თავიდან არიდების სფეროში. ვარდს ვთესავ და … ამოდისო, ჩემზეა ნათქვამი“, - წერს ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მეგონა, ბიძინას ტროლ-ბოტები გამოირჩეოდნენ წერა-კითხვის უცოდინარობით, მგონი ნიკა მელიას ბოტებმა გადაუსწრეს“ - თაკო ჩარკვიანი

👉 ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი - WIZZ AIR ქუთაისიდან 5 ახალ მიმართულებას ამატებს

👉 გერმანიამ გამოაცხადა, რა სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის უკრაინას

👉 „ოდესმე ჩვენ კვლავ დავიწყებთ თანამშრომლობას რუსეთთან“ - ოლაფ შოლცი

👉 უკრაინელებმა ზაპოროჟიეს რეგიონში შესაძლოა, მეოთხე კონტრშეტევა მოაწყონ - Forbes