მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინს შავი ქამარი ჩამოერთვა

ვლადიმერ პუტინი
1646112544
სპორტი

ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 2013 წლის ნოემბერში მინიჭებული შავი ქამარი ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაცია „მსოფლიო ტაეკვონდო“ ავრცელებს.

ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, ისინი გმობენ უდანაშაულო ადამიანებზე სასტიკ თავდასხმებს, რაც ეწინააღმდეგება ტაეკვონდოს მსოფლიო ხედვას „მშვიდობა ტრიუმფზე ძვირფასია“.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ტაეკვონდოს მსოფლიო ღონისძიებებზე რუსეთს და ბელარუსს ეროვნული დროშებით წარდგენა და ჰიმნების შესრულების უფლება აღარ ექნებათ .

მსოფლიო ტაეკვონდო და ევროპის ტაეკვონდოს კავშირი არ მოაწყობენ და არ აღიარებენ ტაეკვონდოს ღონისძიებებს რუსეთსა და ბელარუსში.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამავე თემაზე:

👉 „იარაღის ნებაყოფლობით დაყრისთვის რუსი ჯარისკაცები 5 მილიონ რუბლს და სრულ ამნისტიას მიიღებენ“ - რეზნიკოვი

👉 კიევის ოლქში სამშობიაროს რუსული ჭურვი მოხვდა

👉 აშშ-ის სენატში პუტინის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი განიხილეს

👉 დაბომბვის გამო მარიუპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

👉 რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები და კლუბები სარაგბო ტურნირებზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ