ანალიტიკა

„არ ვართ მიჩვეული პოლიტიკოსების თავისით წასვლას, როცა სრულ ძალაუფლებას ფლობენ“ - ექსპერტი ივანიშვილზე

ანალიტიკოსი
სამხედრო-პოლიტიკურ და
უსაფრთხოების საკითხებში
1610367779
დაკოპირებულია

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ პოსტ საბჭოთა ქვეყნები, პოლიტიკოსების თავისით წასვლას მიჩვეული არ არიან. 

ექსპერტის თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მმართველი გუნდის ოპონენტები არ დაიჯერებენ და სპეკულაციები იქნება.

ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ახალი საპარლამენტო ციკლი დაიწყო და კარგი დროა პოლიტიკური ველის განახლებებისთვის.

„არ ვართ მიჩვეული, არც ჩვენ, არც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, პოლიტიკოსების მიერ პოლიტიკიდან თავისით წასვლას მაშინ, როცა სრულ ძალაუფლებას ფლობენ. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ოპონენტები არ დაიჯერებენ და იქნება სპეკულაციები. ვინც დაიჯერებს, ისინიც ისპეკულირებენ, რადგან ჩვენთან ხომ იაფფასიანი პოლიტიკური ოპონირებაა?!

განა საქმის, საკითხის ირგვლივ მსჯელობასა და ოპონირებაში ეჭიდებიან ერთმანეთს?! წლებს ვხარჯავთ და ვკარგავთ მდარე კინკლაობაზე, შეურაცხყოფებზე. ახლაც გაგრძელდება...

დიდი ხანია მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს განახლებისკენ. აბა თუ შეძლებენ „ქართული ოცნების“ ოპონენტები გადადგან მსგავსი ნაბიჯები და პოლიტიკას განარიდონ ხალხისთვის მიუღებელი პირები, რის გამოც 8 წელია აგებენ არჩევნებს?!

ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს საშუალება ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ან წასულიყო თუნდაც რიგით დეპუტატად, როგორც ბევრი ილტვის, ან კენჭი ეყარა პრეზიდენტად? რა თქმა უნდა ჰქონდა, თუმცა სხვა გზა არჩია.
წერილში ასაკიცაა მინიშნებული, 65 უსრულდება. ალბათ ესეც არის მიზეზი. ხომ აქვს უფლება გარკვეული წლები მშვიდად გაატაროს?!

არჩევნები აღიარებულია საერთაშორისო მისიების და მოსახლეობის მიერ. ამბოხებები და აჯანყებები გადავიდა მოდიდან. ახალი საპარლამენტო ციკლი დაიწყო. კარგი დროა პოლიტიკური ველის განახლებებისთვის.

ასევე კარგი დროა ახალმა, ბარიერგადალახულმა პარტიებმა შეაფასონ დაფინანსების გარეშე რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან ამ წლებში, როგორ მოემზადებიან მორიგი არჩევნებისთვის. ახლა უნდა იფიქროთ მომავალ არჩევნებზე, რადგან, დიდი ალბათობით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დადგება. უნდა გამოხვიდეთ სხვისი გავლენებიდან.

ასევე ახლახან დავწერე, რადგან ოპოზიციას არ სურს ოპონირება, ახალი პლატფორმის შექმნის აუცილებლობა დადგა, რომელიც მმართველ პარტიას ოპონირებას გაუწევს მეთქი. ეს ისევ აქტუალურია.
რაც არ უნდა ილაპარაკონ მისმა ოპონენტებმა, ფაქტია რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, როგორც მატერიალურად, ასევე პოლიტიკისთვის. ქველმოქმედებაზე არ გავჩერდები, ვისაც თვალები აქვს, დაინახავს.

პოლიტიკას რაც შეეხება, იმ მუხტის პირობებში, რომელიც მოსახლეობაში წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო დაგროვილი, ჩვენ ახლოს ვიყავით სამოქალაქო დაპირისპირებასთან. პროცესები კი ისე განვითარდა, როგორც ამ წლებში ვიხილეთ. პლუსია ეს თუ მინუსი, თავად შეაფასეთ.

არის თუ არა შექმნილი გარემო იმისათვის, რომ გავაგრძელოთ შემდგომი განვითარება? არის“, - ამბობს სალუქვაძემ.

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა დღეს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილი ამბობს, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ივანიშვილი არსად წასულა“ - ელენე ხოშტარია

✔️ „ივანიშვილს ერთი სული ჰქონდა გაცლოდა პოლიტიკას“ - რამაზ საყვარელიძე

„ფაქტობრივად დიდი სივრცე
დამხვდა, რომელსაც არც
კედელი ჰქონდა და არც
არაფერი“

„ფაქტობრივად, დიდი სივრცე დამხვდა, რომელ...

რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, აცხადებს, რომ მან პირველ სართულზე მიმდებარე სამუშაობი პირველ ოქტომბერს მოინახულა და მუშები გააფრთხილა, მზიდი კედლებისთვის ხელი არ მოეკიდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება, რომლის თანახმად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ პირი, რომელიც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბათუმის ტრაგედიის პერიოდში გვერდში ედგა, ბიზნესმენი გია ჭყონია იყო, თუმცა, აღნიშნული პიროვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

1634390928

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1634390346

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდადებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

1634389968

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გაძვირდა. ამის შესახებ report.az იუწყება.

1634387462
ნატო-ს გენერალური მდივნის
თანაშემწე

საქართველოში ნატოს გენმდივნის ახლად დანიშნული...

პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამავდროულად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“ წერს.

ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფო...

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

1634380049
ქვეყანას მძიმე ზამთარი და მეხუთე ტალღა ე...

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ექიმი ანი ქავთარაძე სატელევიზიო ეთერში, მეხუთე ტალღის დასაწყისზე და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.

5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისა...

გერმანულმა კომპანია ფაიზერმა ევროპის წამლების სააგენტოს 5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.