მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლებამ არ დატოვა სხვა შანსი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაცვით არ დავიცვათ საქართველო“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

„როგორც ნავალნი რუსეთში, ისე ნიკა მელია საქართველოში, თავის დღის წესრიგს სთავაზობს ხელისუფლებას. ხელისუფლებებს საქართველოშიც და რუსეთშიც არ ჰყოფნით გონიერება, რომ პოლიტიკური პროცესები წაიყვანონ ზომიერ არხებში და არ აჰყვნენ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ დღის წესრიგს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ახლა წარმატებული. ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა სხვა შანსი, არც მე და არც საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაცვით არ დავიცვათ საქართველო და საქართველოში დემოკრატია“, -  ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ახალი არჩევნების ჩატარების გარდა, სხვა გზა არ დატოვა.

„ცალსახაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაღწია წარმატებას. მან ხელისუფლებას ახალი არჩევნების გარდა სხვა გზა არ დაუტოვა და ამ ვითარებას მიაღწია თავად „ქართულმა ოცნებამ“. როცა ამბობენ, რომ ნიკა მელიამ თავისი თავი დაიჭირა, ეს არის ზღაპარი“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი შეფასებით, გიორგი გახარიამ და მაია ცქიტიშვილმა წინასწარ იცოდნენ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ამაში მონაწილეობა არ სურდათ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გიორგი კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ მოკლე დროში უნდა გაათავისუფლოს ნიკა მელია

ნათია მეზვრიშვილი: ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“ ქვეყანა უკან დახია

„ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლამ და მისმა განცხადებებმა წინასწარვე შექმნა განცდა, რომ მელიას დააპატიმრებდნენ“ - ძაბირაძე