NCDC-ის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ სამი მთავარი ვაქცინა გამოიკვეთა.
„სავარაუდოდ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთზე მეტი ვაქცინა იქნება გამოყენებული. კლინიკური კვლევების მესამე ფაზაშია სამი მთავარი ვაქცინა, ესენია: Pfizer-ის, Moderna-სა და Astrazeneca-ს ვაქცინები. სხვადასხვა ქვეყნებს უკვე შეკვეთილი აქვთ 8,5 მლრდ დოზა. ყველა ეს ვაქცინა არის ორჯერადი გამოყენების. სამი ან ოთხი კვირის გამოტოვებით ხდება ინექცია, რათა გამომუშავდეს მყარი ჰუმორული ან უჯრედული იმუნიტეტი ანუ დაცვა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, თუ რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო, ამას ვაქცინების გლობალური ალიანსი გადაწყვეტს.
„ჩვენ რომელ ვაქცინას მივიღებთ, ეს მგვიანებით გადაწყდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, რომლის საშუალებითაც ჩვენ რამდენიმე ვაქცინა უკვე დავნერგეთ. მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში ოთხი. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
👉ინფორმაციისთვის, კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.
👉 შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 73 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 55 511 და გარდაცვლილია 636 ადამიანი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 სამხრეთ კორეა რუსული ვაქცინის წარმოებას გეგმავს - რია ნოვოსტი
👉 „ადამიანი იმედით ცოცხლობს“ - როდის უნდა ელოდოს საქართველო ვაქცინას
👉 AstraZeneca-ს ვაქცინის მასობრივი გამოყენება წლის ბოლოს დაიწყება
„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ო.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
უნივერსიტეტი ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ყველა სტუდენტს უფასოდ მოემსახურება. საბაგირო ხაზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივი კორპუსებსა და ბიბლიოთეკას აკავშირებს ბაგებთან. მისი სიგრძე 320 მეტრია და მასზე მოძრავ თითო ვაგონს 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მგზავრობის ხანგრძლივობა 4 წთ-ს არ აღემატება. ინფორმაციას თსუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით 19-20 ივნისის აქციასთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე ამნისტიის გამოცხადება მედიატორების მიერ იყო შემოთავაზებული და ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კარგად იციან.
„პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, როგორც ეს იმ შეთანხმების დოკუმენტით არის გათვალისწინებული, რომელსაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„აღნიშნულ მომენტში, არანაირი დამატებითი ღონისძიებების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, გამომდინარე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, რომლის განხილვაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, იქნება მიღებული გადაწყვეტილება დამატებით ზომებთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე - საქართველოში, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრად აღსრულებას,“ - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.