მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 246 თბილისი, 238 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციის წევრი გახდა
1626936925
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 656 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.25% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.78%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 410 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 246

⭕ აჭარა - 238

⭕ იმერეთი - 173

⭕ ქვემო ქართლი - 119

⭕ შიდა ქართლი - 123

⭕ გურია - 43

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 100

⭕ კახეთი - 126

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 50

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 29

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476 საიდანაც: 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 339, იმერეთში - 569.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 906 პირი, მათ შორის, თბილისში - 439, აჭარაში - 59, იმერეთში -193. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 6, იმერეთში - 9.

1 501 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 901 - თბილისში, 361- აჭარაში. 14 313 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არი“

👉 „იოლი მდგომარეობა არ არის, თუმცა არც ისე უიმედო სიტუაციაა“