მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1626786006
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„საქართველოში არის ერთი პრობლემა, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არის აუცრელი. მოხდა ისე, რომ დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ბავშვებში და ახალგაზრდებში.

სამწუხაროდ შემთხვევების კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ასეთი ფაქტია, ყველა ქვეყანაში, სადაც დელტა შტამი დაიწყო, შემთხვევების რაოდენობამ მატება რეკორდულად დაიწყო. სხვა ქვეყნებს საქართველოსთან შედარებით პლუსი ის აქვთ, რომ რადგან იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია, ჰოსპიტალიზაცია არ არის დიდი, იმიტომ რომ ვაქცინები იცავს ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან.

ჩვენ შეიძლება შევიდეთ უფრო, კიდევ მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან. მეოთხე ტალღა შეიძლება იყოს მესამე ტალღაზე მძიმე“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისი თქმით, შეზღუდვები ასე ადვილად არ უნდა მოხსნილიყო.

„თუ ადამიანები დასნებოვდნენ, ისინი მაინც ვერ იმუშავებენ და ეკონომიკას მაინც მიადგება ზარალი. საჭირო იყო ყველაფრის გათვლა და ისე შეზღუდვების მოხსნა, ასევე, მასიურად უნდა დაიწყოს ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია“ - აღნიშნავს ზაზა წერეთელი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 390 945 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 367 130 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 592 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 70 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1120 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4495 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა ისევ სავალდებულო გახდეს

👉 პანდემია შორსაა დასრულებიდან

👉 შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო, ერთადერთი თხოვნა გვაქვს, აიცერით

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“