მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 557 თბილისი, 205 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ისტორიული უბანი
1626764443
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.24%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

👉 თბილისი - 1 557

👉 აჭარა -205

👉 იმერეთი -191

👉 ქვემო ქართლი - 117

👉 შიდა ქართლი - 115

👉 გურია - 24

👉 სამეგრელო - ზემო სვანეთი -128

👉 კახეთი - 152

👉 მცხეთა-მთიანეთი -61

👉 სამცხე-ჯავახეთი - 45

👉 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197 საიდანაც: 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 855 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი.

1 120 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 12 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 963 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 720 ადამიანი.

აგრეთვე იხილეთ:

✅„საქართველო Financial Times-ის სტატიაში მოხვდა, სადაც აცრების დაბალი მოცვის გამო, დელტა შტამი სწრაფად იკიდებს ფეხს“ - ზაზა წერეთელი

✅ანტისხეულები თუ ვაქცინაცია: რომელი უფრო გვიცავს?

✅„ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საკმარისად იცავს ​კოვიდის ყველა შტამისაგან“ - თენგიზ ცერცვაძე