მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1132 ინფიცირება, 2956 გამოჯანმრთელება, 30 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

იაპონიაში  კორონავირუსის ეტა ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა
1632638419
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1132 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი, ხოლო 2956 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 606 492-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 576 498 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 817 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.04%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 232 მლნ-ს აჭარბებს

👉 „ფაიზერის“ გამოყენების ვადა 3 თვით გახანგრძლივდა - ეს არ არის მინისტრის მოსაზრება, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „კვლევის შედეგად „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი გამოვლინდა“ - გიორგი ფხაკაძე