მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კვლევის შედეგად „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი გამოვლინდა“ - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე Pia.ge
1632561692
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ უახლესი კვლევების მიხედვით ჩინური ვაქცინა „სინოვაკის“ ეფექტიანობა დადგინდა. ფხაკაძის თქმით, მიღებული შედეგი აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელია.

„საკმაოდ სასიხარულო ამბავია „სინოვაკის“ ვაქცინით აცრილებისთვის. პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები „სინოვაკის“ ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დასჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი )

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ „ფაიზერი“ უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დასჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები)

დასკვნა:

🔴 საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო ;

🔴 საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)

🔴 საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი - 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)

🔴 მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი;

🔴 აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე;

🔴 არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ვაქცინის გაფუჭება ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის - მაია ჩხაიძე

✅„12 წლის ზემოთ ასაკის პირებში ვაქცინაციის საკითხი მომდევნო კვირაში გადაწყდება“ - ამირან გამყრელიძე

✅„ფაიზერის“ ვაქცინების გაფუჭების რისკი სრულად მოხსნილია“ - ტიკარაძე