მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ გამოყენების ვადა 3 თვით გახანგრძლივდა - ეს არ არის მინისტრის მოსაზრება, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია - ბიძინა კულუმბეგოვი

„სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია უნდა მიეცეს“
1632567855
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ფაიზერის“ გამოყენების ვადა აშშ-ის წამლის სააგენტოს მიერ სამი თვით გახანგრძლივდა.

„22 სექტემბერს ოფიციალურად ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA-მ) გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც კვლევებზე დაყრდნობით მითითებულია „ფაიზერის“ ვაქცინის გამოშვების ყველა დოზის შემდგომ 3 თვიანი დოზის გახანგრძლივება.

მაგალითად თუ აგვისტოში გასდიოდა ვადა, ის შესაძლებელია გამოგონებული იყოს მომდევნო 3 თვე, თუ იანვარში გასდიოდა - შემდგომი სამი თვე, ეს არ არის მინისტრის მოსაზრება, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისთვის, „ფაიზერის“ ვარგისობის ვადასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „ჩვენ მათი ათვისების გარანტია გვაქვს. ამ ვაქცინის ვარგისობა 6 თვიდან 9 თვემდეა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ვაქცინების გაფუჭების რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულად მოხსნილია“.

იხილეთ აგრეთვე:

📣„მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის ან ტესტირების დაწესება“, - ვახტანგ კალოიანი

📣აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

📣რით მკურნალობენ კორონავირუსს? გერმანელი ექიმების რეკომენდაციები