მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1653 ინფიცირება, 466 გამოჯანმრთელება, 13 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1626415724
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი, ხოლო 466 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 384 387-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 516 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 362 957 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,75%, ბოლო 14 დღის - 4,31%, ბოლო 7 დღის - 4,67%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅„ვერ გეტყვით რომ მეოთხე ტალღა იწყება, თუმცა ეპიდსიტუაცია უარესდება“- ამირან გამყრელიძე

✅„პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი ათეული“ - ამირან გამყრელიძე

✅„შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, „ლოკდაუნი“ არ განახლდება“ - თენგიზ ცერცვაძე