მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ გეტყვით რომ მეოთხე ტალღა იწყება, თუმცა ეპიდსიტუაცია უარესდება“- ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1626378164
COVID-19

„ვერ გეტყვით რომ მეოთხე ტალღა იწყება, თუმცა ეპიდსიტუაცია უარესდება. თუ ჩვენ ვერ შევაკავეთ ინფიცირების ზრდა, მოსალოდნელია, რომ მეოთხე ტალღა დაიწყოს“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციების შემსუბუქება რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში შესაძლოა ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 1300-1400-ის ფარგლებში ყოფილიყო.

„რაც შეეხება საწოლ ფონდს, მეორე ტალღის დროს პიკზე მობილიზებული იყო დაახლოებით 7000-ზე მეტი საწოლი დღეს დაკავებულია ქვეყნის მასშტაბით 3800 საწოლი.

შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რომელიც გამოსწორდა, ბავშვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ახლა სწორედ ამ დელტა შტამის გავრცელების და პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე მისი ცირკულაცია ასცილდა 20%-ს, სადღაც ჩვენ ვანგარიშობთ 20-დან 30%-ს შორის საერთო ცირკულაციაში დელტა შტამის, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო ერჩის ახალგაზრდებს და ბავშვებს.

ამიტომაც, გარკვეული პერიოდი იყო პრობლემები, მაგრამ მე ვიცი სამინისტროსგან, რომ ბავშვთა საწოლფონდთან დაკავშირებული პრობლემებიც სწორდება“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1398 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო 1164 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 382 734-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 503 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 362 491 პირი.

იხილეთ აგრეთვე:

🔴„პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი ათეული“ - ამირან გამყრელიძე

🔴„შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, „ლოკდაუნი“ არ განახლდება“ - თენგიზ ცერცვაძე

🔴„დღეისთვის, ჰოსპიტალში COVID 19-ით ინფიცირებული 300-მდე ბავშვია მოთავსებული“ - ეკატერინე ტიკარაძე