მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი ათეული“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1626375685
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ერთხელ აცრის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ერთ ათეულს აღწევს, ხოლო ორჯერადად აცრილებთან დაკავშირებით კი ახლა მიმდინარეობს კვლევა.

„ერთხელ აცრილებში გვაქვს 0,8 პროცენტამდე ინფიცირება, ხოლო ორჯერადად აცრილებში არის 0,3% დადებითობის მაჩვენებელი.

პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი ათეული, მხედველობაში მაქვს COVID 19-ით გარდაცვალება. ორჯერ აცრილებთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კვლევა, შეიძლება იყოს ერთი, ვერ გეტყვით ჯერჯერობით. ჩვენი მეექვსე ანგარიში (6 თვიანი) ივლისის 20-დან 25-მდე უნდა გამოქვეყნდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1398 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო 1164 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 382 734-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 503 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 362 491 პირი.

იხილეთ აგრეთვე:

🔴„შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, „ლოკდაუნი“ არ განახლდება“ - თენგიზ ცერცვაძე

🔴„დღეისთვის, ჰოსპიტალში COVID 19-ით ინფიცირებული 300-მდე ბავშვია მოთავსებული“ - ეკატერინე ტიკარაძე

🔴გახდება თუ არა სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია? - გაბუნიას განმარტება