მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, „ლოკდაუნი“ არ განახლდება“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1626367203
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ დღეისათვის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებოა.

მისი თქმით დაფიქსირებულია კოვიდ ინფექციით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც 1300-დან 1800-მდეა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, შემთხვევების მატება დაკავშირებულია ქვეყანაში რეგულაციების მოხსნაზე, რადგან საზოგადოების ნაწილი არ იცავს არსებულ რეგულაციებს.

„ის რეგულაციები, რომელიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დარჩა, მოსახლეობის მიერ სათანადოდ არ სრულდება. მოსახლეობამ შეზღუდვების გაუქმება აღიქვა, როგორც სიგნალი იმისა, რომ ყველაფერზე შეიძლება უარი თქვას, ამგვარად, მოსახლეობამ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას.

შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ, იმისთვის, რომ საზოგადოება ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციაზე უარი ვთქვათ, პირიქით - მკაცრი შეზღუდვების არარსებობის პირობებში, უფრო მკაცრად უნდა დავიცვათ.

საზოგადოებას აინტერესებს ხომ არ აპირებს ისევ შეზღუდვების განახლებას, ან „ლოკდაუნის“ გამოცხადებას, - არა. შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, ჯერჯერობით სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნები“ არ განაახლოს, რადგან, როგორც იქნა ქვეყანამ ამოისუნთქა, აღინიშნება საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის კოვიდინფიცირების 1663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 769 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 381 336-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 492 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 361 327 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,68%, ბოლო 14 დღის - 4,1%, ბოლო 7 დღის - 4,46%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

🔴„ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ შეზღუდვების დაწესებაზე ვიმსჯელოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე

🔴„დღეისთვის, ჰოსპიტალში COVID 19-ით ინფიცირებული 300-მდე ბავშვია მოთავსებული“- ეკატერინე ტიკარაძე

🔴გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ - თამარ გაბუნია