მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1862 ინფიცირება, 619 გამოჯანმრთელება, 11 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1626159100
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1862 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო 619 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 379673-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5479 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 360558 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,3%, ბოლო 14 დღის - 4%, ბოლო 7 დღის - 4,26%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდვაქცინების შერევა საშიში ტენდენციაა“- ჯანმოს წარმომადგენელი

✅188 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

✅Pfizer-ი კორონავირუსის წინააღმდეგ მესამე დოზის დამტკიცებას გეგმავს