მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 261 ინფიცირება, 1 410 გამოჯანმრთელება, 18 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

ინფექცია, 2020
1626933840
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლო 1 410 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 395 621-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 636 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 369 483 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,17%, ბოლო 14 დღის - 5,25%, ბოლო 7 დღის - 5,78%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პირბადის ტარება ღია სივრცეში შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“

👉 რომელი ვაქცინაა ყველაზე მიღებული საერთაშორისო მოგზაურობისთვის?