მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირბადის ტარება ღია სივრცეში შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1626775477
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე ღია სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულოობის შესახებ რეკომენდაციები ისევ გაიცა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მოშვებულია მოსახლეობა. პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს. დღეს გვქონდა საუბარი, რომ იგივე ღია სივრცეებშიც დაწესდეს რეკომენდაცია. ამას დაამუშავებს შტაბი და ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში, პირბადის გამოყენებასთან მიმართებით იმ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

როგორც მან განმარტა, გარდა ამისა, NCDC-მ საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინაციის გააქტიურების შესახებ საკუთარი მოსაზრება წარადგინა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 390 945-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 592 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 367 130 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რაც შეიძლება იზოლირებულად, სახლში და ხალხმრავალი ადგილებისგან მოშორებით გაატარეთ ეს ზაფხული“- კულუმბეგოვი

👉 ციციშვილის კლინიკაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“ - გიორგი ფხაკაძე