მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 669 ინფიცირება, 76 გარდაცვალება, 6 177 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1630219604
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 76 ადამიანი, ხოლო 6 177 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 543 118-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია ჯამში 482 732-მდე ადამიანი, ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 251 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10 58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.15%

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

✅სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში განახლდება

✅„იმ დღეს, 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა“ - გურული

✅„ვისაც არ სჯერა, ვეპატიჟები ჩვენს რეანიმაციაში შემოვლაზე“ - გრიგოლ ხურციძე ეპიდვითარებაზე