მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე თუ მოაღწევს ძალიან გაგვიჭირდება“ - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  პროფესორი, გიორგი ფხაკაძე - Pia.ge
1608557921
COVID-19

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში შემოაღწევს სავალალო მდგომარეობა იქნება. 

„თუ ვერ მოხდება ამ ვირუსის შეჩერება და ეს გავრცელდება ევროპის კონტინენტზე, ღმერთმა დაგვიფაროს და საქართველომდეც თუ მოვიდა, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა იქნება.

აქ სიკვდილობაზე არ არის საუბარი, აქ არის რაოდენობაზე საუბარი. თუ შემოაღწევს საქართველოში ძალიან გაგვიჭირდება“, - განაცხადა „მთავარის“ ეთერში გიორგი ფხაკაძემ.

ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი 70% -ით უფრო გადამდებია, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ იგი უფრო მომაკვდინებელია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც ინგლისის ზოგიერთ ნაწილში უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობეს, დიდი ბრიტანეთის მეცნიერები კი დეტალურ კვლევებს ატარებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

ზაზა წერეთელი Covid 19-ის ახალ შტამზე: ვერაგ ვირუსთან გვაქვს საქმე

რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე აკრძალვები ფართოვდება