მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2616 ინფიცირება, 880 გამოჯანმრთელება, 26 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

სომხეთში დაავდებულთა რიცხვი
1626763711
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 880 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 390 945-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 592 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 367 130 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,19%, ბოლო 14 დღის - 4,77%, ბოლო 7 დღის - 5,24%

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“ - გიორგი ფხაკაძე

👉 „თუ მოსახლეობის 70%-ს ავცრით, დღეში სიკვდილიანობა არა 20, არამედ ერთი ან ორი იქნება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის